მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...
კომპანია
ოქროს ბირჟა
ოქროს ბირჟა

გაიგეთ როგორ მუშაობს ოქროს ბირჟა და გაეცანით სიახლეებს მის შესახებ BMG-ისთან ერთად. • 13 სტატია

ოქროს ბირჟა ერთგვარი პლატფორმა ან/და ბაზარია, რომელში მონაწილე დაინტერესებულ აქტორებს ოქროთი ან მასთან დაკავშირებული პროდუქტებით ვაჭრობის შესაძლებლობა აქვთ. ოქროს ბირჟა პროდუქტებს სხვადასხვა ფორმით მოიცავს, მაგალითად ეს შეიძლება იყოს ზოდები, მონეტები და ა.შ. გარდა ამისა, ამ პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ისეთი ვადიანი საბირჟო კონტრაქტები, როგორებიცაა ოქროს ბიუჩერსები და ოქროს მომპოვებელი კომპანიების აქციები. შესაბამისად ოქროს ბირჟის ძირითადი შემადგენელი კომპონენტები შემდეგნაირად ყალიბდება:

 

ნაღდი ფულის ბაზარი - ფიზიკურ ოქროს ყიდულობენ და ყიდიან დაუყოვნებლივ, მოთხოვნის შესაბამისად;

ფიუჩერსული ბაზარი - ოქროს სამომავლო მიწოდებისა და ფასის ცვლილების თავიდან ასარიდებლად მოვაჭრეები კონტრაქტებს ყიდულობენ და ყიდიან;

ოქროსთან დაკავშირებული ფასიანი ქაღალდები - მოიცავს საბირჟო სავაჭრო ფონდებს, რომლებიც ოქროსა და მისი მომპოვებელი კომპანიების აქციებს აკონტროლებენ. 

 

ოქროს ბირჟის უპირველესი მიზანი კი ტრანზაქციების ცენტრალიზებული და რეგულირებადი სივრცის შექმნაა, რაც ამ ბაზრის  გამჭვირვალობას, უსაფრთხოებასა და ლიკვიდურობის უზრუნველყოფას განაპირობებს. 

როგორ მუშაობს ოქროს საერთაშორისო ბირჟები

როგორც წესი, ოქროს ბირჟებს წევრები ან მონაწილეები ჰყავს, რომელთაც ვაჭრობის უფლებამოსილება აქვთ. მონაწილე აქტორები შესაძლოა იყვნენ ფინანსური ინსტიტუტები, საბროკერო ფირმები, ინდივიდუალური ინვესტორები და სხვა. თავის მხრივ, ოქროს ბირჟა უზრუნველყოფს პლატფორმას, სადაც მონაწილეებს ოქროს ყიდვა და გაყიდვა შეუძლიათ. მსგავსი ფიზიკური თუ ელექტრონული სივრცეები დადგენილი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად მოქმედებს, რაც სამართლიანი ვაჭრობის პრინციპების დაცვას უზრუნველყოფს. 

 

ოქროს ყიდვა-გაყიდვის პროცესი ფასის დადგენის პროცესს უწყობს ხელს, რადგან ღირებულება მოთხოვნისა და მიწოდების შესაბამისად განისაზღვრება. სწორედ ამ სისტემას ეფუძნება საერთაშორისო ოქროს ბირჟა და, შესაბამისად, ფასი მუდმივად განახლებადია. 

სტატიები კომპანიის შესახებ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები