„სელფი მობაილი“ ქართული ტელეკომ კომპანია • 93 სტატია
„სელფი მობაილი“ ქართული ტელეკომ კომპანიაა, რომელიც ახალ გამოცდილებას ქმნის კავშირგაბმულობის ბაზარზე. მისი განვითარებული ციფრული ეკოსისტემის დამსახურებით, „სელფი მობაილი“ დგას ციფრული ტრანსფორმაციის სათავეში, რომლის არსიც სიახლეებისთვის, მათ შორის ტექნოლოგიური ნოვაციებისთვის მზადყოფნაა. „სელფი მობაილის“ ციფრული სამყაროს ცენტრში აბონენტია და ყველა თანემედროვე მიღწევას კომპანია მისი მომხმარებლის საჭიროებებს არგებს.
„სელფი მობაილი“ აერთიანებს ადგილობრივ ტელეკომ ინდუსტრიაში მოღვაწეობის მრავალი წლის გამოცდილებას და მნიშვნელოვან საერთაშორისო პრაქტიკას. კომპანიას ადაპტირებული და დანერგილი აქვს გლობალური ტელეკომ ინდუსტრიის საუკეთესო სტანდარტები, მათ შორის ეთიკისა და კომპლაენსის, მომხმარებლის მონაცემების დაცვისა და ბიზნეს პროცესების ეფექტურობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით. სადღეისოდ, „სელფი მობაილი“ საქართველოში 1,3 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
„სელფი მობაილის“ მიზანია, მიცეს მის აბონენტებს შესაძლებლობა და მოტივაცია კიდევ უფრო მეტი მიიღონ ტექნოლოგიური მიღწევებისგან, თანაც ისე, რომ ეს მათთვის იყოს მარტივი, სასიამოვნო და დროის დამზოგველი. „სელფი მობაილთან“ ერთად აბონენტს შეუძლია ქონდეს მრავალფეროვანი ინტერესებით სავსე ცხოვრება, ისევე როგორც შთაგონება რომ დაიწყოს რაღაც ახალი და სრულად გამოხატოს საკუთარი თავი. „სელფი მობაილი“ ყველაფერს, რაც აბონენტს ჭირდება ერთიანად სთავაზობს: კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, სწავლისა და პიროვნული განვითარების, მოგზაურობის, გართობისა თუ მუშობის შესაძლებლობებს. „სელფი მობაილის“ მეშვეობით აბონენტი მის სმარტფონს 360 გრადუსით იყენებს.
გამოწერეთ ჩვენი სიახლეები
მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები