საქსტატის ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2015 წლის IV კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 15.1 მლრდ. ლარი, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 7.4 მლრდ. ლარი შეადგინა.
მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
მსხვილი ბიზნესი – 82.4 პროცენტი
საშუალო ბიზნესი – 9.2 პროცენტი
მცირე ბიზნესი – 8.4 პროცენტი
საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 584.5 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 40.4 პროცენტი ქალია, ხოლო 59.6 პროცენტი - კაცი.
საშუალო თვიურმა ხელფასმა ბიზნეს სექტორში შეადგინა 961.1 ლარი, მათ შორის ქალების - 1044.6 ლარი. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
მსხვილი ბიზნესი – 1223.3 ლარი, საშუალო ბიზნესი – 914.4 ლარი, მცირე ბიზნესი – 597.4 ლარი.
საქმიანობის სახეების მიხედვით მთლიან ბრუნვაში პრევალირებენ ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი – 48.4 პროცენტი, დამამუშავებელი მრეწველობა – 11.7 პროცენტი, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 10.2 პროცენტი, მშენებლობა – 8.3 პროცენტი, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა - 6.5 პროცენტი.
რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში პრევალირებენ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:
ქ. თბილისი – 73.2 პროცენტი
აჭარის ა.რ. – 6.8 პროცენტი
ქვემო ქართლი – 5.9 პროცენტი
იმერეთი – 4.1 პროცენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.5 პროცენტი.
ქ. თბილისი – 73.2 პროცენტი
აჭარის ა.რ. – 6.8 პროცენტი
ქვემო ქართლი – 5.9 პროცენტი
იმერეთი – 4.1 პროცენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.5 პროცენტი.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილება ხასიათდება შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 65.5 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 9.0 პროცენტი, იმერეთი – 6.8 პროცენტი, ქვემო ქართლი – 5.6 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.1 პროცენტი.