23.Mar .2016 16:34

2017 წელს კომპანიები ინტერნეტ რეკლამაზე მეტ თანხას დახარჯავენ, ვიდრე სატელევიზიო რეკლამაზე

views 1221
Back

2017 წელს ინტერნეტ რეკლამაზე კომპანიები იმაზე მეტს დახარჯავენ, ვიდრე სატელევიზიო რეკლამაზე, ამის შესახებ Reuters-ი სარეკლამო სააგენტო ZenithOptimedia-ზე დაყრდნობით წერს. კომპანიაში ელიან, რომ 2016 წელს ინტერნეტ რეკლამის ბაზრის ზრდა 3-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე სხვა დანარჩენ სეგმენტებზე. ბაზრის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ინტერნეტ რეკლამის ღირებულება სატელევიზიო რეკლამის ფასს 2018 წლისთვის გაუტოლდება.
 
მსოფლიო ეკონომიკა გამოწვევის წინაშეა, - აღნიშნავს ZenithOptimedia. "მაგრამ რეკლამის დამკვეთების ნდობა რჩება ურყევი. ჩვენი პროგნოზებით, მსოფლიო ეკონომიკის ზრდა პაქტიკულად არ შეცვლილა, მას შემდეგ რაც ჩვენი ბოლო ანგარიში გამოქვეყნდა". 

2016 წელს ინტერნეტ რეკლამაზე ზრდას ხელს ოლიმპიური თამაშები შეუწყობს, რომელიც რიოში გაიმართება, ასევე ფეხბურთის ჩემპიონატი და საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში.