Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სად მოქმედებს ოთხდღიანი სამუშაო კვირა?

BM.GE
23.05.23 16:27
105
გამომდინარე იქიდან, რომ Covid19-ის პანდემიის გამო, სხვადასხვა სექტორში დასაქმებულები სამუშაო ადგილის მოქნილობისა და შეღავათიანობის მნიშვნელობაზე დაფიქრდნენ, ოთხდღიან სამუშაო კვირაზე საუბარი უფრო აქტიურიც გახდა. იდეა საკმაოდ მარტივია, დასაქმებულები კვირაში ოთხი დღე იგივე დატვირთვითა და ანაზღაურებით იმუშავებენ, კომპანიები კი ოპერირებას უფრო ნაკლები ფიზიკური შეხვედრებით გააგრძელებენ. ამ იდეის მომხრეები ფიქრობენ, რომ ოთხი სამუშაო დღე გაზრდის თანამშრომლების პროდუქტიულობასა და კმაყოფილებას. ევროპის პროფკავშირები აქტიურად მოუწოდებენ მთავრობებს, რომ დაამკვიდრონ ოთხ დღიანი სამუშაო კვირა, თუმცა საინტერესოა, რომელმა ქვეყნებმა გაითვალისწინეს აღნიშნული რეკომენდაცია?