Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიზნესომბუდსმენად ირაკლი ლექვინაძე დაინიშნა

5a697eaf856fb
BM.GE
25.01.18 10:50
715
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ყოფილი ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე დანიშნა.

„გვინდა წარმოგიდგინოთ ახალი ბიზნესომბუდსმენი - ირაკლი ლექვინაძე. მას საზოგადოება უკვე იცნობს. იყო მერის მაოდგილე, პროფესიით არის ეკონომისტი, ბიზნესადმინისტრირების დოქტორი. სხვადასხვა დროს იყო არაერთი საერთაშორისო პროგრამის კონსულტანტი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტიც გახლდათ. ირაკლის ბიზნესსაზოგადოება კარგად იცნობს. ის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში. არის ძალიან წესიერი ადამიანი, პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი გააგრძელებს იმ ძალიან კარგ ტრადიციას, რომელიც ამ ინსტიტუტში შეიქმნა. მართლაც, ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა ეს ინსტიტუტი ეფექტური. ის იქნება ბიზნესის ხმა ხელისუფლებაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.