Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#საქმიანისაღამო: დღის რიცხვი - $2,500;

BM.GE
14.04.23 21:54
209
ლეგენდარულმა გერმანულმა ავტომწარმოებელმა, Porsche-მ კომპანია RECARO-სთან თანამშრომლობით პრემიუმ-კლასის გეიმინგ სავარძელი გამოუშვა, რომლის ღირებულება 2,500 დოლარია. 

სავარძლის დიზაინი და გაფორმება Porsche-ს სარბოლო ავტომობილებსაა მიმსგავსებული. საწარმოო მატერიალები კი, რა თქმა უნდა, უმაღლესი ხარისხისაა. კომპანიის განმარტებით, სავარძლის ფორმა ზუსტად ერგება ადამიანის სხეულის მოყვანილობას და ის დიდი ხნის განმავლობაში მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს. 

გეიმინგ სავარძელს, ისევე როგორც Porsche-ს ავტომობილებს, რეგულირების არაერთი ფუნქციონალი აქვს. შესაძლებელია როგორც სიმაღლის, ასევე სახელურების, საზურგისა და გვერდების რეგულირება. 

სავარძლის ჩონჩხი ალუმინისაგანაა დამზადებული და ის 27 კილოგრამს იწონის. შესაძლოა იფიქროთ, რომ 2,500 დოლარი სავარძლისთვის ზედმეტად ძვირია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს Porsche-ს და Recaro-ს ლიმიტირებული კოლაბორაციაა, ბუნებაში კი სულ ასეთი სავარძლის 911 ეგზემპლარი იქნება, ამ რიცხვს კი, ალბათ, ბევრი ახსნა-განმარტება არ სჭირდება.