Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გადახდისუუნარობა, შესაძლოა, ფიზიკურ პირებზეც გავრცელდეს

5a030b15a98b1
ელენე გოგბერაშვილი
08.11.17 17:46
712
"გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ დღეს მოქმედი კანონი სამეწარმეო სუბიექტების, არაკომერციული იურიდიული პირების, არარეგისტრირებული კავშირებისა და ამხანაგობების გადახდისუუნარიანობის საკითხებს არეგულირებს და არ ვრცელდება ფიზიკურ პირებზე.

რამდენიმე თვის წინ, როცა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ახალ კანონზე დაიწყო მუშაობა, მაშინ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ,,საქმის კურსთან’’ საუბარში არ გამორიცხა აღნიშნული კანონის ფარგლებში გადახდისუუნარობა ფიზიკურ პირებზეც გავრცელებულიყო.

დღეს "საქმის კურსისთვის" ცნობილი ხდება, რომ ფიზიკური პირების გადახდისუუნარობა შესაძლოა სრულიად ახალი კანონით დარეგულირდეს. მიხეილ სარჯველაძემ დაგვიდასტურა, რომ აღნიშნულ საკითხზე ფიქრი ნამდვილად მიმდინარეობს.

"შეიძლება ვიფიქროთ ცალკე კანონით ამ სფეროს დარეგულირებაზე. შეიძლება იყოს ფიქრი გარკვეული მექანიზმების შეთავაზებაზე, თუმცა ეს არ იქნება ისეთი სახის, რომელიც ხელს შეუწყობს ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდებას. ეს ვერ იქნება არაკეთილსინდისიერი მექანიზმი. ეს იქნება შესაძლებლობა, რომ ფინანსური პრობლემების დაძლევის შესაძლებლობა ჰქონდეს პირს, რომელსაც მსგავსი პრობლემები აღმოაჩნდა. გამიჭირდება თქმა როგორი იქნება მომავალში ამ აფეროს მოწესრიგება, თუმცა ამაზე რომ ფიქრი ნამდვილად მიმდინარეობს, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ’’, - აცხადებს ,,საქმის კურსთან’’ იუსტიციის მინისტრის მოადგილე, მიხეილ სარჯველაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day