Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი კვირიკაშვილი: შევეცდებით, მაქსიმალური აქცენტი გავაკეთოთ მცირე მეწარმეებზე

56d9847996b5d
BM.GE
04.03.16 16:48
991
ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობა უსმენდეს კერძო სექტორს; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის მოსმენა და მათთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
 
"ჩვენი პრიორიტეტია, რაც შეიძლება მეტი არაცნობადი სახე იყოს ასეთ შეხვედრებზე“,- განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საუბარი შეეხო რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმას, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია მოგების გადასახადის გაუქმება და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება.

"შევეცდებით, მაქსიმალური აქცენტი გავაკეთოთ მცირე მეწარმეებზე, რადგან დასაქმების ეფექტი ასეთ საწარმოებში ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ სახელმწიფო შესყიდვების კუთხით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გარკვეულ შეღავათებზე და სხვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. ასეთი ტიპის შეხვედრები გაგრძელდება, აუცილებლად შეიქმნება მუდმივმოქმედი წარმომადგენლობითი ჯგუფი, რომელიც ამ სექტორის ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს მუდმივ რეჟიმში სახელმწიფოსთან მოიტანს და ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ წინადადებებს მოვუსმენთ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.