Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ეკონომიკის ზრდისთვის უმთავრესი და ერთადერთი რესურსი განათლებაა

563c7a011ffdf
ბიზნესკონტაქტი
06.11.15 13:19
1934
ექსპორტი, ინვესტიციები, ყველა სავალუტო შემოდინება დღევანდელი ქართული ეკონომიკის გამოწვევებია, მაგრამ როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ,,ბიზნესკონტაქტში'' აღნიშნა მთავარი პრობლემა, ძირითადი გამოწვევა არის კონკურენტული პროდუქციის წარმოების უუნარობა.ეს კი დამოკიდებულია განათლებაზე. მისივე თქმით, 21 საუკუნეში ყველაფერში უმთავრესი განათლებაა. განათლება  ეკონომიკის წინსვლისა და ზრდისთვის ერთადერთი და მთავარი რესურსია.

,,საშუალო სკოლებში ჩვენი ახალი თაობა ვერ ღებულობს შესაბამის განათლებას. ის ძალიან შორსაა საერთაშორისო სტანდარტებისგან. ათი ათასობით ახალგაზრდა ამთავრებს სკოლას და ის არ არის კონკურენტუნარიანი. იგივე გრძელდება უმაღლეს სასწავლებლებშიც''- განმარტავს გიროგი ქადაგიძე. გამოდის, რომ ახალ თაობას, რომელიც იღება უმაღლეს განათლებას არ აქვს შესაბამისი უნარები, ისისნი არ არიან კონკურენტუნარიანები. ასეთი თაობა კი ვერანაირად ვერ შექმნის კონკურენტულ პროდუქცას.  ქადაგიძის თქმით, ეს შეუძლებელია და გრძელ ვადაში ამ პრობლემის ფუნდამენტური გარდატეხის გარეშე წინ ვერ წავალთ.