ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ კომპანია ბაქოში "სოკარის“ დირექტორთან, როგვან აბდულაევთან შეხვედრა გამართა. კომპანია "სოკარის" მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე სამხრეთის გაზის კორიდორის განვითარების პერსპექტივები, სახრეთ კავკასიური მილსადენის მშენებლობის პროცესი და აზერბაიჯანული გაზის საქართველოში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემები. მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ შეთანხმდნენ.