Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მარიამ ვალიშვილი "სოკარში" გადავიდა

59e0765422bc6
დავით ჯალაღონია
13.10.17 12:25
1280
ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარიამ ვალიშვილი "სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მრჩევლად დაინიშნა. როგორც მან „საქმის კურსს“ განუცხადა, უკვე რამდენიმე დღეა რაც „სოკარში“ მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ვალიშვილმა მინისტრის მოადგილის თანამდებობა მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს დატოვა, სადაც 2008 წლიდან მუშაობდა. ამასთან, 2008-2012 წლებში იგი მინისტრის პირველი მოადგილე იყო.