ქალაქ მცხეთაში, სოფელ საგურამოში მდებარე 670 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას უსასყიდლოდ გადაეცა.
მთავრობის 27 ნოემბრის განკარგულების მიხედვით, მისი შესრულების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა.