Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სამი მეტ-ნაკლებად მომგებიანი პორტის ნაცვლად, შესაძლოა ოთხი წამგებიანი პორტი მივიღოთ"

56d840915eacc
BM.GE
03.03.16 17:46
974
საქართველოს სამი მოქმედი პორტი 25 მილიონ ტონა ტვირთს ამუშავებს, მაშინ როდესაც პოტენციალი 45 მილიონია, - აღნიშნულის შესახებ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი", გია ხუხაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ტვირთბრუნვის გაზრდა მხოლოდ 35 მილიონამდეა შესაძლებელი.
 
"მე წინა ხელისუფლების დროსაც და დღესაც ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ყულევის პორტის საკითხს. სტატისტიკა ასეთია, რომ სამ მოქმედ პორტს 45 მილიონი ტონის გადამუშავება შეუძლია და რეალურად ვამუშავებთ 25-ს. რეალურად ჩვენ შეგვიძლია ეს ციფრი 35-მდე გავზარდოთ. 35-ზე მეტს საქართველო ფიზიკურად ვერ გაატარებს, ამაზე მეტი ტვირთი ჩვენთან ვერ შემოვა. რომ შემოვიდეს, ამას სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდება, მათ შორის საქართველოს რკინიგზის და არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანის რკინიგზის და ა.შ.

წარმოაიდგინეთ სიტუაცია, როდესაც არსებული პორტებიც კი დატვირთული არ არის და პერსპექტივაც კი არ ჩანს მათი სრულად დატვირთვის და ამ დროს, ამ სიტუაციაში მეოთხე პორტის მშენებლობა ნიშნავს იმას, რომ თუ დღეს სამი ბიზნეს სუბიექტი ნამცხვარს მიირთმევს და ნახევრად მშივრები არიან, მათ მეოთხე მეწილე უჩნდებათ. ჩვენ სამი მეტ-ნაკლებად მომგებიანი პორტის ნაცვლად, შეიძლება ოთხი წამგებიანი პორტი მივიღოთ. ასეთი გათვლელი ნაბიჯების გადადგმა სწორად არ მიმაჩნია.

თან ცხადდება, რომ რაღაც სასწაული მოხდება. როდესაც ანაკლიის პორტზე ამხელა ხმაური ატყდა, არავის არ უკითხავს, რომ გვჭირდება ჩვენ ეს პორტი თუ არ გვჭირდება.
ამ ყველაფერს გათვლები აკლია, ეს მორიგი პიარ-აქციაა, რომლის უკანაც არანაირი ანალიტიკა არ დევს. ანალიტიკისთვის საჭირო იყო ეს ორი ციფრი, 25 მილიონი და 45 მილიონის პერსპექტივა. ლოგიკას ასეთ რაღაცეებში ვერ ვხედავ. ერთადერთი მამშვიდებს ის, რომ აქ სახელმწიფო გარანტიები და სახელმწიფოს ფული არ იდება. თუმცა, ამ პორტის მშენებლობა სხვა პორტებსაც პრობლემებს შეუქმნის და თვითონაც ვერაფერს ვერ იხეირებს", - განაცხადა ხუხაშვილმა.