Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში" არაფინანსისტებისთვის ფინანსების მართვის ტრენინგი იწყება

56b9936ba503a
BM.GE
09.02.16 11:19
1207
"საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი" აცხადებს ფინანსების მართვის კურსის არაფინანსისტებისთვის, დაწყების შესახებ. ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვინც არის მენეჯერულ პოზიციაზე, ან ფლობს საკუთარ ბიზნესს და აინტერესებს რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს მის ორგანიზაციაში ფინანსური პროცესი; მათთვის ვისაც სურს ზუსტად ესმოდეს რა სურთ ფინანსისტებს და თვლის, რომ კარიერული ზრდისთვის ფინანსების საბაზისო ცოდნა აუცილებელია.
 
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ტრენინგის მონაწილეები შეისწავლიან ფინანსების საბაზისო საკითხებს და კონცეფციებს. ტრენინგზე, დიდი დრო დაეთმობა პრაქტიკული დავალებების შესრულებას. ტრენინგი დაიწყება 29 თებერვალს და 15 აპრილს დასრულდება. ტრენინგები ჩატარდება ორშაბათს და პარასკევს, 19:00-იდან 22:00 საათამდე. ტრენინგზე დარეგისტრირების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ training@bog.edu.ge -ზე გააგზავნონ რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი, ან დარეგისტრირდნენ ონლაინ აღნიშნულ მისამართზე: www.bog.edu.ge. არაფინანსისტებისთვის ფინანსების მართვის შესახებ ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 თებერვალი.