"სატელეკომუნიკაციო გიგანტი Telia Company ყაზახეთს და ცენტრალური აზიის ბაზარს წელს დატოვებს" - ყაზახური მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოანა ჰენსონმა დაადასტურა.
"ბოლო 5 წელიწადში კომპანიამ ცენტრალურ აზიაში კორუფციის გამო 1,4 მილიარდი დოლარი დაკარგა. სწორედ ეს გახდა კომპანიის მიერ ცენტრალური აზიის დატოვების მიზეზი", - წერს ყაზახური მედია.
ამასთან, Telia Company-მ ტაჯიკური Tcell-ის მფლობელი კომპანიის Central Asian Telecommunications-ის (CATD) 60% გაყიდა. ახალი მფლობელი "ეკონომიკური განვითარების ფონდი Aga Khan"-ია (AKFED), რომელიც მანამდე CATD-ის 40%-ს ფლობდა.
შეგახსენებთ, რომ 2 წლის წინ "თელიასონერამ" განაცხადა, რომ ეტაპობრივად დატოვებს რამდენიმე ქვეყანას: ყაზახეთი, საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ნეპალი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში Telia Sonera კომპანია „ჯეოსელს“ ფლობს. ფინური კომპანია საქართველოში აქციებს ყიდის.