"ლარზე ძირითადი დარტყმა ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯებმა მოახდინა", - აღნიშნულის შესახებ, რომან გოცირიძემ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში გადასახედების ესტონურ მოდელზე გადასვლისთვის ნახევარმილიარდიანი სეკვესტრია საჭირო.
"ლომის წილი ლარის გაუფასურებაში 2,39-დან მოდის დეფიციტურ ხარჯვაზე. ძალიან მარტივად შეიძლება კორელაციის გაკეთება, როგორ იცვლებოდა ლარის კურსი ბიუჯეტის ნაშთების პარალელურად.
იანვარ-დეკემბერში იყო პრობლემებიც, შემცირდა ექსპორტი მაგრამ იმავენაირად შემცირდა იმპორტი. სავალუტო შემოდინება-გადინებების ბალანსი იგივე იყო. მცირედით ტურიზმიც გაიზარდა. ლარზე ძირითადი დარტყმა სწორედ ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯებმა მოახდინა", - განაცხადა გოცირიძემ.