რუსეთი და ირანი კვლავ განაგრძობენ მოლაპარაკებებს 5 მილიარდ დოლარიანი საკრედიტო ხაზის გასახსნელად. "ირანთან კრედიტზე მოლაპარაკებები გრძელდება", -განაცხადა ქვეყნის ფინანსთა მინისტრის მაოდგილე, სერგეი სტორჩაკმა. მისივე განცხადებით, ეკონომიკურ მატრიცაზე მუშაობა გრძელდება. 5 მილიარდ დოლარიან კრედიტზე რუსეთმა და ირანმა განხილვა 2015 წელს დაიწყეს, რომლის თანახმადაც, ქვეყნები ერთობლივ ფინანსურ პროექტებს განახორციელებენ.