საპატრულო პოლიციის მანქანების დაზღვევა სახელმწიფოს 2,5 მილიონი ლარი დაუჯდება. სადაზღვევო მომსახურებაზე ტენდერი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტმა გამოაცხადა.
ტენდერის პირობების მიხედვით, 769 ავტომანქანა დაეზღვევა. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადების დღიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ტენდერში მონაწილე კომპანიების ვინაობა 23 თებერვლამდე გახდება ცნობილი.