Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სებ-ის საბჭომ კობა გვენეტაძის კანდიდატურა პრეზიდენტს დასანიშნად წარუდგინა

56e9681d205f7
BM.GE
16.03.16 18:02
1117
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, მიიღეს გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით.

ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, კობა გვენეტაძის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე დასანიშნად.

2 მარტს, საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი კობა გვენეტაძე ერთხმად დაამტკიცა.