თბილისში ცნობილი სკანდინავიური ბრენდის, “იუსკ გრუფის“ (JYSK GROUP) პირველი მაღაზია გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს სახლისთვის საჭირო სხვადასხვა სახეობის საყოფაცხოვრებო პროდუქციას შესთავაზებს. მაღაზიის გახსნის საზეიმო ცერემონიალს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.
„ვაჭრობის სფერო არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული სექტორი. აქ ჩვენ გვქონდა დასაქმების 10 პროცენტიანი ზრდა და ამ ზრდის შემადგენელი ნაწილია სწორედ ისეთი მაღაზიები, რომელიც დღეს გაიხსნა და რომლისთვისაც1,5 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. 25 ადამიანი დასაქმდა ახალ მაღაზიაში და ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. ვაჭრობაში, დღევანდელი მდგომარეობით, 153 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ეს მაღაზია ქალაქს შემატებს იმ მომსახურებას და იმ ხარისხს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ესაჭიროებათ. დამფუძნებლებს ასევე გადაწყვეტილი აქვთ, რომ ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გააფართოვონ და გააკეთონ ტექსტილის ახალი წარმოება, საიდანაც თავიანთ პროდუქციას გაყიდიან არამარტო თბილისის ამ მაღაზიაში, არამედ მსოფლიოს 43 ქვეყანაში მდებარე 2300 მაღაზიაში, რომლებიც ეკუთვნის „იუსკის“ ქსელს“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.
JYSK-ი გლობალური საცალო სავაჭრო ქსელია, რომელიც ოპერირებს “ყველაფერი სახლისთვის” პრინციპით. ამ ეტაპზე “იუსკ გრუფს“მსოფლიოს 43 ქვეყანაში 2 300-ზე მეტი მაღაზია აქვს, სადაც 20 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ამ ჩამონათვალს 44-ე ქვეყნის სტატუსით საქართველოც შეუერთდა.
2017-18 წლებში კომპანია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში კიდევ 4 ახალი მაღაზიის გახსნას გეგმავს.
See all the news
All
როგორ მოხვდა 17 წლის ანასტასია ლელაძე ჰარვარდში? - ანასტასია ლელაძე ქალების ნარატივში
"Literally the whole village was waiting for the first harvest of strawberry" - Kvitsiani family from Svaneti
Putin imposes visa restrictions on citizens from 'unfriendly' countries
BMG-ს მედია რუბრიკა: #პროფესიონალი - გიორგი მიქაია
Business Leaders Council by USAID and Georgian Business
ბინების ქირის ფასი 50%-მდე გაიზარდა
DriveWealth-G&T Cooperation
"Today we are all Ukrainians"- Zurab Pololikashvili
Tourism is the main bridge for building understanding - ZURAB POLOLIKASHVILI
FAQ’s and Analysis on Lari & FDI - Interview with Fady Asly
მინერალური და მტკნარი წყლის ფასები ქართულ ბაზარზე
China continues to push competitors out of the global walnut market
Moscow to Host First Meeting of Turkish & Armenian Special Envoys on Jan 14
Scientists Discover New Part of the Human Body
Turkey's Exports Soar by 33.7% to $21.5B in November
რა ხდება საკაბელო პროდუქციის ბაზარზე?
საქმის კურსი - 16.12.2021 - ღამის კოლაჟი
საქმის კურსი - 16.12.2021_17:40 / გადაცემა სრულად
#COVID19-ის ახალი შტამი: #ომიკრონი - რა სიმპტომები აქვს “ომიკრონს”?
#ForbesTalks: Interview with Oleg Ossinovski / ინტერვიუ ოლეგ ოსინოვსკისთან