პრემიერ-მინისტრის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილია. კანდიდატურა დღეს უმრავლესობამ წარადგინა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატად შევთანხმდით, რომ საქართველოს პრეზიდენტს წარვუდგენთ ბატონ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ.