Home
Category
TV Live Menu

"ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის" მამუკა ტუსკაძისგანცხადებებს ემიჯნება

5a426ac50c538
BM.GE
26.12.17 19:26
1209
ორგანიზაცია „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“ მამუკა ტუსკაძის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს ემიჯნება. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის სახელზე ორგანიზაციის თავმჯდომარის ნატალია ხოხიაშვილის წერილშია აღნიშნული, ტუსკაძის ბოლო დროს გაკეთებული არც ერთი განცხადება არ ყოფილა შეთანხმებული ორგანიზაციასთან.

„მოგახსენებთ, რომ ჩვენს ორგანიზაციას შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში 2016 წლის თებერვლიდან წარმოადგენდა ბატონი მამუკა ტუსკაძე, მან დღეს გააკეთა განცხადება რომ ტოვებს დავების საბჭოს. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია მისი დავების საბჭოს სხდომაზე დასწრების შესახებ.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მისი ბოლო დროს გაკეთებული არც ერთი განცხადება ორგანიზაციასთან შეთანხმებული არ ყოფილა“, - ნათქვამია ორგანიზაციის თავმჯდომარის ნატალია ხოხიაშვილის წერილში.

შესყიდვების სააგენტო დავების საბჭოს ყოფილი წევრის ბრალდებებს პასუხობს

Subscribe to our news

Get the main news of the day