Home
Category
TV Live Menu

"ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი დათვლილი არ არის"

58c107a236773
სალომე მეცხვარიშვილი
09.03.17 12:10
1169
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი დათვლილი არ არის,- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" ობიექტის დამზღვევ კომპანია "ალდაგში" განუცხადეს. თავად "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი კონტაქტზე არ გამოდის და ჩვენს კითხვებს ტელეფონზე არ პასუხობს. "ბავშვთა სამყაროს" შენობა კომპანია "ალდაგს" 6 მილიონ ლარად აქვს დაზღვეული. შენობა 30 იანვარს ღამით დაიწვა. ადგილზე ათეულობით სახანძრო ბრიგადა ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა. ხანძრის შედეგად, სრულადაა დამწვარი 13 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის სავაჭრო ცენტრი და მიმდებარე საწყობები. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

Subscribe to our news

Get the main news of the day