მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საპარტნიორო ფონდი" "ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის" 100% აქციების მფლობელი გახდა

BM.GE
26.06.18 16:27
1327
“საპარტნიორო ფონდი“ სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ 100% აქციების მფლობელი გახდა. ეს ამბავი ჩვენმა მაყურებელმა უკვე იცის. ყაზახური კომპანია „ყაზმუნაიგაზ-სერვისის“ მიერ დაფუძნებული შპს „კმგ-სერვის საქართველოს“ 100%-იანი წილი „საპარტნიორო ფონდს“ გადმოეცა. აქამდე, შპს „კმგ-სერვის საქართველო“ და „საპარტნიორო ფონდი“ „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ აქციების 50-50%-ს ფლობდნენ. "ეს არის წარმტებული კომერციული კონტრაქტი. პრინციპული შეთანხმება სასტუმროს აქციების შესყიდვის შესახებ ასტანაში ქართული მხარის ოფიციალური ვიზიტის დროს გავაფორმეთ.” - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებლემა დირექტორმა დავით საგანელიძემ. რამდენად წარმატებული იქნება ინვესტიცია, რა არის გარიგების ღირებულება, რას გეგმავს ამჟამად სასტუმროს მმართველი ბრენდი?

სტუმარი: შალვა ალავერდაშვილი - “ბორჯომი-ლიკანის” ბრენდის მმართველი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები