მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის სტატისტიკა - რიცხვები და აღქმები

BM.GE
28.07.23 16:48
301
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში 2,529,517 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც თითქმის 76%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე. ასეთი ზრდის მიუხედავად, ტურიზმის სექტორი მაინც მიუთითებს, რომ რეალური ვიზიტორების ნაკადი პანდემიამდელ დონესთან შედარებით შემცირებულია და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკა რეალობას არ შეესაბამება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა რამდენიმე დღის წინ სექტორის კრიტიკას უპასუხა და თქვა, რომ ტურიზმში რიცხვები გაცილებით მეტს საუბრობს, ვიდრე აღქმები. 

რამდენად ემთხვევა მთავრობისა და კერძო სექტორის აღქმები? გამართლდა თუ არა ბიზნესის მოლოდინები და რეალურად ვინ სტუმრობს წელს საქართველოს? რომელი ქვეყნებიდანაა დაინტერესება და რა მოგვიტანა რუსეთთან ფრენების აღდგენამ? 

სტუმარი: ნიკა მანჯგალაძე - ტურისტული კომპანია “თრეველ შოპის” დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები