Home
Category
TV Live Menu

Imperial Tobacco რუსეთში საწარმოს ხურავს

583e8ac2eddce
BM.GE
30.11.16 12:14
1325
რუსეთში რთული ეკონომიკური ვითარებისა და თამბაქოს ბაზრის ვარდნის შედეგად, მსოფლიოში თამბაქოს რიგით მეოთხე უმსხვილესმა მწარმოებელმა Imperial Tobacco გადაწყვიტა, რომ თავის უძველესი ორი ქარხნიდან ერთ-ერთი დახუროს.

თამბაქოს ქარხნის დახურვის შესახებ Imperial Tobacco Yaroslav-მა განაცხადა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება რუსეთის ბაზარზე სიგარეტის წარმოების მოცულობის მუდმივად შემცირების შედეგად იქნა მიღებული, რაც ხისტი მარეგულირებელი ღონისძიებების, აქციზის ზრდისა და ქვეყანის რთული ეკონომიკური ვითარების შედეგია.
„იმ ფაქტორების რიცხვში, რომელმაც თამბაქოს ქარხნის დახურვაზე გავლენა იქონია შედის თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის ზრდის საკითხი და ჩვენს პროდუქციაზე საგადახადო ტვირთი. საწარმოს დახურვა ჩვენი ბიზნესის სამომავლო ფუნქციონირებისთვის გარდაუვალი ნაბიჯია“- განაცხადა საწარმოს Imperial Tobacco Yaroslav გენერალურმა დირექტორმა ოლეგ დიატლოვმა.

ბოლო წლებში ქარხნის მხოლოდ 40%-ით მუშაობდა და გადაწყვეტილების შედეგად, საწარმო 2017 წლის 1 იანვარს დაიხურება. დარჩენილ მოცულობას კი კომპანია ვოლგოგრადის საწარმოში გადაიტანს.

აღნიშნული საწარმოს დახურვით 284 სამუშაო ადგილი შემცირდება.

Imperial Tobacco რუსეთის ბაზარზე აწარმოებს და ყიდის სიგარეტებს: Davidoff, R1, West, Gauloises, Style, P&S და ადგილობრივ წამყვან ბრენდ Maxim. კომპანია Imperial Brands-ის ნაწილია და მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს და 44 ქარხანას ფლობს.

შეგახსენებთ, რომ კომპანიამ წარმომადგენლობა რამდენიმე თვის წინ საქართველოშიც დახურა.

Subscribe to our news

Get the main news of the day