არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ტენდერების გასაჩივრების წესის გართულების წინააღმდეგია. როგორც "ბიზნესკონტრაქტთან" ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ დავების საბჭოში მართლაც ბევრი საქმეა შესული და შედეგად, სხვადასხვა პროექტის განხორციელდება ჭიანურდება, ამის გამო გასაჩირვების წესის გართულება არასწორია.
"არ უნდა გართულდეს გასაჩივრების პროცესი ისე, რომ მან ხალისი დაუკარგოს გამსაჩივრებელს. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ სახელმწიფო შესყიდვებში ღირსეული გამარჯვებულის გამოვლენა მოხდეს. მაღალი რისკები არსებობს ამ პროცესში, რომ შემსყიდველი ორგანიზაციები სასურველ კონტრაქტორს მოძებნიან. ამიტომ ჩვენ არ ვემხრობით, რომ განსაკუთრებით გართულდეს ეს პროცესი.
თუ რამე გადასახადი იქნება და ეს გადასახადი იქნება დიდი, გარკვეულწილად გაუქრობს სურვილს მოსარჩელეს, რომ გაასაჩივროს.
მესმის, რომ არის ბევრი შემთხვევა. დავადასტურებ, რომ ბევრი დავა მიდის. ვიცით, რომ ბვერი სამუშაოა. ეს არის პრობლემა, მაგრამ ამ პრობლემის აღმოფხვრა, რომ გასაჩივრების ფორმა გაართულო, არაგონივრული მიდგომაა“,- აცხადებს ლევან ნატროშვილი.
მისი განმარტებით, კარგია, რომ კონტრაქტები სწრაფად შესრულდეს, მაგრამ ამან გასაჩივრების მექამიზნის მთავარი არსი არ უნდა დააზიანოს.
„ეს იმხელა სიკეთეა, რომ გაასაჩივრდეს ტენდერი და კომპეტენციასთან დაკავშირებით კითხვები დაისვას, ჯობია, რომ გადაიწიოს ტენდერის შესრულებამ 1-2- კვირით, ვიდრე სახელმწიფოს ხელ-ფეხი გაეხსნას, რომ საკუთარ კომპანიებს გაამარჯვებინოს. ეს არ არის საკმარისი მიზეზი ამ ყველაფრისთვის. კეთილი ინებონ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა და ეს ყველაფერი გაითვალისწინონ ვადებში",- აცხადებს ლევან ნატროშვილი.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ბიზნესკონტრაქტთან“ სუაბრისას კახეთის გუბერნატორმა განაცხადა, რომ იგეგმება ტენდერების გასაჩივრების წესის ცვლილება. გუბერნატორმა არ გამორიცხა, რომ გაჩავირებაზე გარკვეული გადასახადიც დაწესდეს.