Home
Category
TV Live Menu

სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის გამოქვეყნება 1 წლით დაგვიანდა

58749fafe84ad
თელარა გელანტია
10.01.17 12:44
1137
სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის პირველ კვარტალში უნდა გამოექვეყნებინა, ამ დრომდე არაა საჯარო.
როგორც „ბიზნესკონტრაქტს“ ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, დოკუმენტი მზად არის, მაგრამ გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს.

„სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია, ამჟამად განხილვის სტადიაშია. მისი დამტკიცების შემდეგ, დოკუმენტი გახდება საჯარო და ყველა მსურველს მისი გაცნობის შესაძლებლობა ექნება", - აცხადებენ დიმიტრი ქუმსიშვილის უწყებაში.

ცნობისთვის: ჯერ კიდევ 2016 წლის ოქტომბერში ფინანსთა მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ დავით ლეჟავამ „ბიზნესკონტრაქტსგანუცხადა, რომ სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებდნენ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის საჭიროებაზე მთავრობას 2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე საკუთარ დასკვნაში აუდიტის სამსახურმაც მიუთითა, რაზეც დიმიტრი ქუმსიშვილის უწყებიდან უპასუხეს, რომ დოკუმენტს 2016 წლის ბოლომდე გამოაქვეყნებდნენ.

უფრო ადრეც, სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის დოკუმენტის მნიშვნელობაზე გენერალური აუდიტორის მიერ ყურადღება გამახვილდა „სახელმწიფო ვალის მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში“ და გაიცა შესაბამისი რეკომენდაცია. სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის აუცილებლობაზე აქცენტი გაკეთდა „კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის“ დოკუმენტშიც, სადაც აღნიშნულია, რომ ვალის მართვის სტრატეგიის არსებობა მნიშვნელოვანია ფასიანი ქაღალდების ბაზარზე პროგნოზირებადობის უზრუნველსაყოფად და ბაზრის მონაწილეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის.

Subscribe to our news

Get the main news of the day