Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ბუნებრივი გაზი ნახევარი თეთრით გაუძვირდა

596dd40a993f6
დავით ჯალაღონია
18.07.17 13:25
671
"ყაზტრანსგაზის" მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფი ნახევარი თეთრით გაიზარდა.

სემეკის სხდომაზე დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, 1 კუბური მეტრი გაზის მოხმარებისთვის მომხმარებელი 46.153 თეთრს გადაიხდის, ნაცვლად - 45.620 თეთრისა, შესაბამისად სამომხმარებლო ტარიფი დაახლოებით ნახევარი თეთრით გაძვირდა. სემეკის სხდომა გრძელდება და მარეგულირებელი კომისიის წევრები ამ ეტაპზე "სოკარ ჯორჯია გაზის" და "საქორგგაზის" ტარიფებზე მსჯელობს.