კვლევითი ორგანიზაცია "ეისითის" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბოლო 2 წლის განმავლობაში თბილისელების 40%-ი დასწრებია მუსიკალურ კონცერტებს, ხოლო 28%-ს აქვს მუსიკალურ ფესტივალებზე დასწრების გამოცდილება. კვლევის მიხედვით, ათიდან დაახლოებით ერთი თბილისელი ფესტივალებს / კონცერტებს ხშირად ესწრება.
რაც შეეხება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ფესტივალების / კონცერტების დასწრების მაჩვენებელს, ბოლო 2 წლის განმავლობაში, თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 1% ყოფილა საზღვარგარეთ სწორედ ამ ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.
"შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მაჩვენებელი მომავალში გაიზრდება ვიზალიბერალიზაციის ფონზე",- აცხადებენ კვლევით ორგანიზაციაში.