Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ყველაზე დასამახსოვრებელი წინასაარჩევნო სლოგანები

59eaf99c27059
BM.GE
21.10.17 11:45
1925
საარჩევნო სლოგანი საარჩევნო კამპანიის განუყოფელი ნაწილია. სლოგანი ძირითად შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტის მთავარ მესიჯს რამდენიმე სიტყვაში გამოხატავს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ საუკეთესო სლოგანი 4- სიტყვას არ უნდა აღემატებოდეს, უნდა იყოს მარტივად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი. გთავაზობთ, სხვადასხვა პერიოდში ქართულ საარჩევნო რეალობაში გაჟღერებულ წინასაარჩევნო სლოგანებს.

• "შემოხაზეთ ცხრა - შეიძინეთ ძმა" – საარჩევნო ბლოკი "თვითმმართველობა ხალხს"

• "ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე" - პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სალუაშვილი,"სამართლიანობის აღდგენის ხმა“

• "მოვდივართ ხელმოკლეთა გასახარებლად"- "პატრიოტთა ალიანსი"

• ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს - "კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო" 

• "შვილებს განათლება, მშობლებს დასაქმება, პენსიონერებს დაფასება" - "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" 

• "დენი 10 თეთრი, გაზი 5 თეთრი, წყალი უფასო",- ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა

• "საქართველო სიღარიბის გარეშე"- "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 

• "სიცოცხლით სავსე ქალაქი" - კახი კალაძე "ქართული ოცნება"

• "მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ" – „ლეიბორისტული პარტია"

• შეხიდება, გარღვევა, გაბრწყინება - ბადრი პატარკაციშვილი

• "სტაბილურობიდან კეთილდღეობამდე" – "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი"

• "ჩვენ გვწამს ღმერთი და შეგვწევს ძალა" - პრეზიდენტობის კანდიდატი დავით გამყრელიძე "ახალი მემარჯვენეები"
• „აბა, თქვენ იცით თბილისელებო“ - ასმათ ტყაბლაძე თბილისის მერობის კანდიდატი

• წავიდეთ, საქმე ვაკეთოთ - საქართველოს მწვანეთა პარტია

• "ვაზი უნდა ხარობდეს", "პური უნდა ცხვებოდეს" - საქართველოს მოქალაქეთა კავშირი

• "მოვდივართ საქმით, გპირდებით საქმეს" - თოფაძე- მრეწველები

• "თბილისო, შენთვის გამოიდარებს",- "დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი"

• ერთი გული, მამაცი და ღირსეული - "დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიცია"

• "თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად" - პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა