Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შემოდგომიდან "სარფის" საბაჟოს განახლების პროექტი დაიწყება

596ccb168f536
BM.GE
17.07.17 18:33
875
წლის დასაწყისიდან "სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტი 66 ათასმა სატვირთო ავტომობილმა გადმოკვეთა, ხოლო 37 ათასმა სატვირთო ავტომანქანამ გადაკვეთა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო-გამშვები პუნქტი მოემსახურა მილიონ 700 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს.

უწყებისვე ცნობით, მიმდინარე წლის შემოდგომიდან დაიწყება "სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის განახლების პროექტი და 2018 წლის გაზაფხულამდე მთლიანად დასრულდება.