Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა ბიზნესებს ფლობს ბრიტანული Schroders საქართველოში?

59ef24e1abf94
BM.GE
24.10.17 15:28
869

მსხვილი ბრიტანული კომპანია Schroders Investment Management საქართველოში ინვესტიციის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს, - პოტენციურ საინვესტიციო სფეროებზე კომპანიის მენეჯერებმა ინვესტიციების მიმართულებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

Schroders Investment Management 30 ივნისის მდგომარეობით, BGEO ჯგუფის აქციების 4,22%-ს ფლობს. გასულ წელს კომპანიის წილი BGEO-ში 5.36%-ს შეადგენდა.

Schroder Investment Management თიბისი ბანკის მსხვილი საერთაშორისო ინვესტორიცაა (7.7%).

Schroders Investment Management 1985 წელს ლონდონში დაფუძნდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, Schroders Investment Management-ს ამ დრომდე საქართველოში განხორციელებული აქვს 200 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის ინვესტიცია.