Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქარიშხალი ჰარვისგან მიყენებულმა ზარალმა, შესაძლოა, 100 მილიარდს მიაღწიოს

59a691cd639fd
BM.GE
30.08.17 14:19
885
აშშ-ში, ტეხასში წყალდიდობისგან მიყენებული ზარალი საათობრივად იზრდება. როგორც Bloomberg წერს, სამშაბათს დილით ექსპერტმა ჩაკ ვატსონმა სტიქიისგან მიყენებული ზარალი $42 მილიარდად შეაფასა, დღის ბოლოს კი განაცხადა, რომ ზარალი შესაძლოა 52 მილიარდი დოლარის იყოს.

The Guardian კი წერს, რომ ზარალმა, შესაძლოა, 100 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

CNN Money-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია ამერიკაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარი ყველაზე დიდი ქარიშხლების და მათ მიერ გამოწვეული ზარალი შესახებ. 1980 წლიდან დღემდე ამერიკაში მომხდარი ქარიშხლების მიერ გამოწვეული ზარალი ასეთია:

კატრინა - 160 მილიარდი დოლარი - 2005 წელი
სენდი - 70,2 მილიარდი დოლარი - 2012 წელი
ენდრიუ - 47 მილიარდი დოლარი - 1992 წელი
ეიკი - 34,8 მილიარდი დოლარი - 2008 წელი
ივანი -27,1 მილიარდი დოლარი - 2004 წელი

ტეხასის შტატში წყალდიდობის გამო, 20 ათასი ადამიანი ჯერ კიდევ თავშესაფრებში რჩება. წყალდიდობის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 13 ათასი კი სამაშველო ოპერაციების შედეგად გადაარჩინეს. წყალდიდობა სწორედ ქარიშხალმა „ჰარვიმ“ გამოიწვია.