Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიზნესსახლის სამშენებლო ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია

59ef2abfb2932
BM.GE
24.10.17 16:10
711
ბიზნესსახლის რკინის კონსტრუქციას კომპანია "ენსისი" ააშენებს. სატენდერო კომისიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და 11,528 მილიონიან ტენდერში საბოლოო გამარჯვებულად სწორედ ეს კომპანია გამოავლინა. ტენდერი 30 აგვისტოს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 21 სექტემბერს დასრულდა. ტენდერში რამდენიმე კომპანია იღებდა მონაწილეობას: "კალასი", "საბა კონსტრაქშენ" და "ენსისი".

ბიზნესსახლის პროექტი შარშან დაანონსდა. ბიზნესსახლი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის ახლებურ მოდელს წარმოადგენს, რომელიც ბიზნესისა და იურიდიული პირებისთვის, სხვადასხვა სამინისტროსა თუ სახელმწიფო უწყებაში გაფანტული სერვისების ერთ სივრცესა და ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე მიწოდებას ითვალისწინებს.