ქართული ღვინის მწარმოებლებმა საერთაშორისო ღვინის გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა. გასულ კვირას სამმა ქართულმა კოოპერატივმა საკუთარი ღვინო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდ ღვინის გამოფენაზე Wine Prague 2017-ზე წარადგინა.
ქართული ღვინის ეს კომპანიები ევროკავშირის მხარდაჭერით ENPARD-ის ფარგლებში შეიქმნა. საუბარია კოოპერატივებზე: "მეღვინეობა საზანო", "თერჯოლის ღვინო", "ჯვარისა XXI". კომპანიებმა რამდენიმე განსხვავებული ბრენდის ღვინო წარმოადგინეს: "ოცხანური საფერე", "ციცქა", "ალექსანდროული", "ციცქა- ოცხანური" და "ალადასტური".
"ეს ღვინოები ფესტივალის ვარსკვლავებად იქცა მათი განსაკუთრებული არომატისა და გემოების გამო, რომელიც ღვინის ქვევრში დაყენების ტექნოლოგიის დამსახურებაა",-წერს ENPARD პრესრელიზში.
მათივე ინფორმაციით, ღვინის ეს ბაზრობა საუკეთესო პლატფორმაა ღვინოების რეკლამირებისთვის.