Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სებ: მოსალოდნელია, რომ მშპ-ს ზრდამ 2017 წელს 4%-ს გადააჭარბოს

59d25406dec0e
სალომე მეცხვარიშვილი
03.10.17 10:25
720
მოსალოდნელია, რომ მშპ-ს ზრდამ 2017 წელს 4%-ს გადააჭარბოს, - ასეთი მოლოდინი ეროვნულ ბანკს აქვს. აღნიშნულის შესახებ საუბარია 2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დოკუმენტში, რომელიც უწყებამ პარლამენტს გადაუგზავნა.

"პროგნოზის მიხედვით, რეალური მშპ-ს ზრდა 2017 წელს 4%-ის, ხოლო 2018 წელს 4,5%-ის ფარგლებში იქნება. თუმცა, ამავე პროგნოზით, წინა პერიოდთან შედარებით შემცირებულია ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედი უარყოფითი რისკ ფაქტორების გავლენა და თუ საგარეო ფაქტორების გაუმჯობესების მიმდინარე ტენდენცია შენარჩუნდება, მოსალოდნელია, რომ მშპ-ს ზრდამ 2017 წელს 4%-ს გადააჭარბოს. ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურება და ზოგადად დაგეგმილი ფისკალური სტიმული ინვესტიციებისა და მოხმარების ზრდას შეუწყობს ხელს. ამასთან, მოსალოდნელია, რომ საგარეო სექტორში არსებული სირთულეების განეიტრალების ფონზე, წმინდა ექსპორტი გაუმჯობესდება და 2017 წელის რეალური მშპ-ს ზრდაში დადებით წვლილს შეიტანს",- ნათქვამია დოკუმენტში.