Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სავალუტო ბაზრების მიმოხილვა

59f1a76948652
შოთა დიღმელაშვილი
26.10.17 13:13
681
დოლარმა იენის მიმართ სამი თვის უმაღლეს ღირებულებას მიაღწია ოთხშაბათს. ერთი დოლარის ფასი 114 იენს გადასცდა. ამას ხელი შეუწყო კომერციის დეპარტამენტის ანგარიშმა, რომელიც ცხადყოფს, რომ ბიზნესის ხარჯი სექტემბერში მაღალი იყო, რაც თავის მხრივ მწარმოებლურობის ზრდაზე მიანიშნებს. თუმცა დღის ბოლოსკენ დოლარმა უკან დაიხია და მისი ფასი 113.5 იენის მიადმოებში დაბრუნდა.

დოლარმა სისუსტე გამოავლინა ბრიტანული გირვანქა სტერლინგისა და ევროს მიმართაც.

გირვანქა სტერლინგის ფასი გაიზარდა იმ მონაცემების გამოსვლისთანავე, რომელმაც აჩვენა, რომ ბრიტანეთის ეკონომიკური ზრდა მესამე კვარტალში დაჩქარებულია. ერთი გირვანქა სტერლინგის ფასი დოლარსა და 32 ცენტს აჭარბებს.

რაც შეეხება ევროს, ერთი ევროს ფასი დოლარსა და 18 ცენტს გადასცდა, რაც პროცენტის მესამედით დოლარის ფასის კლებას ნიშნავს, ევროს მიმართ.

ბიტკოინის ფასი მცრედით იზრდება და 5522 დოლარის ფარგლებშია. გუშინდელი სავაჭრო დღე 5509 დოლარით გაიხსნა.

ბიტკოინ ქეშის ფასმაც მცირედით მოიმატა და 323 დოლარი ღირს.