Home
Category
TV Live Menu
Loading data...

4.9% - საბიუჯეტო ოფისის პროგნოზი 2018 წლისთვის

59e614568e532
BM.GE
17.10.17 18:27
1032
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი მომავალ წელს 4.9 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. როგორც ოფისის ხელმძღვანელმა თათია ხეთაგურმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ამ პროგნოზის საფუძველს სხვა ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, დაგეგმილი კაპიტალური ხარჯების ზრდის დონე იძლევა.

"ჩვენი პროგნოზი ასახავს მოსალოდნელ ტენდენციებს, რომელიც ერთის მხრივ ეხება სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების მოსალოდნელ ეკონომიკურ განვითარებას და მეორეს მხრივ, შიდა პოლიტიკას და ასევე - მთავრობის ფისკალურ პოლიტიკას. დიდი განმსაზღვრელი ფაქტორი აღნიშნული მაჩვენებლებისა, არის ფისკალურ პოლიტიკაში გაწერილი კაპიტალური ხარჯების არსებითი ზრდა", - განმარტა ხეთაგურმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა 2018 წელს 4.5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს.