16.Jun .2021 18:43

100 მლნ ლარის ღირებულების LED სანათები - რა კითხვები აქვს ბიზნესს?

Back

მორიგი მსხვილი სახელმწიფო შესყიდვა, რომელთან დაკავშირებითაც კითხვები ჩნდება. დედაქალაქი 100 მილიონამდე ლარის ღირებულების ლედ სანათებს ყიდულობს. ტენდერში კომპანიების მხრიდან წინადადებების მიღება დაწყებულია, თუმცა, მონაწილე კომპანიებს და არამარტო მათ, უამრავი ტენდერის პირობებთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა აქვთ. ჩნდება ეჭვი, ხომ არ არის მორგებული მსხვილი შესყიდვა კონკრეტულ კომპანიაზე და ხომ არ გვაქვს საქმე კორუფციულ გარიგებასთან.