Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Eurotex საქართველოს მასშტაბით ფილიალებს გახსნის

5a893a3623e8d
მაია ბიწაძე
18.02.18 14:00
977
სამკერვალო ფაბრიკა Eurotex საქართველოს მასშტაბით ფილიალების გახსნას გეგმავს. ამის შესახებ Bm.ge-ს Eurotex -ის გენერალურმა დირექტორმა მარინა ბლაკუნოვამ განუცხადა.

"საქართველოს რეგიონებში დიდი მოთხოვნაა მუშახელის მხრიდან დასაქმებაზე, ამიტომ გადავწყვიტეთ ფილიალები ქვეყნის მასშტაბით გავხსნათ. ამჟამად თბილისის ფაბრიკაში, რომელიც ნაძალადევის რაიონში მდებარეობს, 400 თანამშრომელი გვყავს დასაქმებული, მალე მათ გაორმაგებასაც ვგეგმავთ, რადგან გაზაფხულიდან უამრავ ახალ კონტრაქტს ვაფორმებთ. მოლაპარაკებებს ვაწარმოვებთ ხუთ ევროპულ ბრენდთან, ესენია: Daines ( მოტომრბოლელების სამოსსის მწარმოებელი), Gufo (საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი) , Iceberg (ტანსაცმლის ხაზი), Herno და SevenTy (რომლებიც ქურთუკების მწარმოებელი კომპანიებია), მათი პროდუქციის კერვას აპრილიდან დავიწყებთ „ - განაცხადა მარინა ბლაკუნოვამ.

ფაბრიკაში ამჟამად ორი ევროპული ბრენდის "მონკლერისა“ და "ექვალაინის" პროდუქცია მზადდება, რომელიც 100%-ით ექსპორტზე გააქვთ. ფაბრიკა ასევე თანამშრომლობს ქართველ დიზაინერებთან და მათ სამოსსაც კერავს, ასევე ეხმარება დამწყებ დიზაინერებს საქმის დაწყებაში.
კომპანია Eurotex საქართველოში 2016 წლის 22 მარტიდან ოპერირებს.