Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისის ქუჩები, სადაც სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ გაჩერების ადგილებზე გაჩერდებიან

5a44aa6d78641
დავით ჯალაღონია
28.12.17 12:22
921
2018 წლის თებერვლიდან სამარშრუტო ტაქსები 14 ქუჩაზე მხოლოდ გაჩერებისთვის გამოყოფილ ადგილებზე გაჩერდებიან. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის საპილოტე პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეირჩა 14 ქუჩა და იმ შემთხვევაში, თუ ამ ქუჩებზე სამარშრუტო ტაქსების მძღოლები მგზავრთა მოსაცდელ ადგილებზე არ გაჩერდებიან, ისინი დაჯარიმდებიან ერთის მხრივ, სანებართვო პირობების დარღვევისთვის 100 ლარით, მეორეს მხრივ კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით - 200 ლარით.

მაია ბითაძის განმარტებით, აღნიშნული სიახლე დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვას და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას ემსახურება. ის ქუჩები, სადაც პირველ ეტაპზე სამარშრუტო ტაქსები გაჩერდებიან, შემდეგია:

1. მერაბ კოსტავას ქუჩა
2. ვაჟა-ფშაველას გამზირი
3. შოთა რუსთაველის გამზირი
4. პეტრე მელიქიშვილის ქუჩა
5. ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი
6. ვახტანგ გორგასალის ქუჩა
7. დავით აღმაშენებლის ხეივანი
8. დავით აღმაშენებლის გამზირი
9. ილია ჭავჭავაძის გამზირი
10. ჟიული შარტავას ქუჩა
11. პეკინის ქუჩა
12. მარშალ გელოვანის გამზირი
13. ჯორჯ ბუშის ქუჩა
14. კახეთის გზატკეცილი