Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვაკეში ნარჩენების გატანის საპილოტე პროექტი იწყება

5a8be12c8fc21
მეგი კავთუაშვილი
20.02.18 12:48
928
1 მარტიდან ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე ნარჩენების გატანა საღამოს 10 საათიდან დაიწყება. პროექტი საცდელ რეჟიმში გაეშვება და პირველ ეტაპზე ვაკის პარკიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე ტერიტორიას მოიცავს. ნაგავშემკრები კონტეინერების ღამის საათებში დაცლა მოძრაობის განტვირთვის მიზნით გადაწყდა.

"იმისთვის რომ პილოტმა გაამართლოს და შევძლოთ მოძრაობის განტვირთვა, მნიშვნელოვანია საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და იმის გათვალისწინება რომ კონტეინერების მაქსიმალური ავსება მოხდეს საღამოს და არა დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული პრობლემა ვერ მოაგვარებს საცობების პრობლემას. საცობები ქალაქში ძალიან მძიმე თემაა და ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა თუმცა ეს არის ერთ-ერთი შეადგენელი ნაწილი. ჩვენ შევძლოთ ქალაქს ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობის განტვირთვა", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თუ პროექტი ვაკეში გაამართლებს, თბილისის მერი არ გამორიცხავს, მთელი ქალაქის მასშტაბით შეიცვალოს ნარჩენების გატანის დრო.