Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბანკებს დეპოზიტების დაზღვევის სისტემაზე მომხმარებლის ინფორმირება დაევალებათ

5a4f4c564a99d
BM.GE
05.01.18 16:00
813
ბანკებს დეპოზიტების დაზღვევის სისტემაზე მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულება ექნებათ. შესაბამისი რეგულაცია მიმდინარე წლის თებერვლიდან ამოქმედდება.
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელმა უკვე განსაზღვრა წესი, რომლის მიხედვითაც მომხმარებლის ინფორმირება მოხდება.

შედეგად, კომერციული ბანკი ვალდებულია კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით:

ა) უზრუნველყოს ბროშურების მუდმივად ხელმისაწვდომობა საკუთარ ფილიალებში/წარმომადგენლობებში;
ბ) პლაკატები განათავსოს საკუთარ ფილიალებში/წარმომადგენლობებში;
გ) სააგენტოს ლოგო-სტიკერი განათავსოს ფილიალების/წარმომადგენლობების შესასვლელ კარებზე;
დ) კლიენტებს მიაწოდოს ინფორმაცია ამ ინსტრუქციის შესაბამისად;
ე) დაუგზავნოს კლიენტებს დეპოზიტების დაზღვევის შესახებ შეტყობინება ელექტრონული საშუალებებით
ვ) უზრუნველყოს დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის ინტეგრირება სადეპოზიტო და მიმდინარე ანგარიშით მომსახურების ხელშეკრულებაში

კომერციულმა ბანკმა დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ამ ინსტრუქციის დანართი №1-ით გათვალისწინებული ინფორმაცია ზეპირი ფორმით უნდა მიაწოდოს კლიენტებს.

კომერციული ბანკი ვალდებულია დეპოზიტების დაზღვევის შესახებ სტანდარტული ინფორმაცია განათავსოს საკუთარ ვებ-გვერდზე სადეპოზიტო პროდუქტების განყოფილებაში წინამდებარე ინსტრუქციის დანართი №2-ის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა კომერციული ბანკის მიერ ამ ინსტრუქციის დარღვევის ფაქტი, მაშინ სააგენტო განიხილავს კომერციული ბანკისთვის კანონით განსაზღვრული სანქციის შეფარდების საკითხს.

კომერციული ბანკების მიერ კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ტექსტი:

„2018 წლის 1 იანვრიდან, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ კანონის თანახმად, ყველა ფიზიკური პირის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, თითოეულ კომერციულ ბანკში დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 5,000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდზე: www.diagency.ge“

• რა თანხა ანაზღაურდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სააგენტოს მიერ? – ერთსა და იმავე კომერციულ ბანკში კლიენტის ანგარიშებზე (მათ შორის უცხოური ვალუტით) არსებული თანხები დაჯამდება და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურებას დაექვემდებარება 5,000 ლარამდე თანხა, ხოლო თუ თანხა აღემატება 5,000 ლარს, დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით

• როგორ ვისარგებლო დეპოზიტების დაზღვევით? – კომერციულ ბანკში ყველა ფიზიკური პირის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე

• კომერციულ ბანკში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების პირობები – სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღე, მიუხედავად იმისა, მოცემულ მომენტში კომერციულ ბანკს გააჩნია თუ არა შესაბამისი სახსრები

• ანაზღაურების ვალუტა – ლარი