Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მომავალ წელს გაცილებით დიდი ეკონომიკური ზრდა გვექნება"

5a33dfa5564f6
BM.GE
15.12.17 18:41
896
"2018 წელს მოგების გადასახადის რეფორმის ეფექტი დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების რეფორმასთან ერთად, ჩვენს ეკონომიკას პირდაპირი დაფინანსების სახით 1.2 მილიარდი ლარის რესურს მისცემს”, - წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ფინანსისტი ეფრემ ურუმაშვილი. მისი განცხადებით, აღნიშნული უპრეცედენტო ნაბიჯი იქნება სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესთან მიმართებაში.

"შედეგად, მომავალ წელს გაცილებით უფრო დიდი ეკონომიკური ზრდა გვექნება ვიდრე ეს დაგეგმილია”, - წერს ურუმაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტრო დღგ-ს დაბრუნების ავტომატური სისტემის დანერგვას გეგმავს. ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა დაახლოებით, 600 მლნ ლარის წვდომას მისცემს ბიზნესს.