Home
Category
TV Live Menu
Loading data...

BGEO ახალი სახელით გააგრძელებს საქმიანობას

5a58a044600f0
BM.GE
12.01.18 15:46
796
საქართველოში ერთერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი BGEO საქმიანობას განაგრძობს ახალი სახელით - „საქართველოს კაპიტალი“ (Georgia Capital).

მას შემდეგ, რაც 2018 წლის პირველ ნახევარში საბოლოოდ დასრულდება საინვესტიციო და საბანკო მიმართულების გამიჯვნა, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი იქნება ორი დამოუკიდებელი კომპანია: „Georgia Capital PLC“ და „Bank of Georgia Group PLC“.

“საქართველოს კაპიტალის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური იქნება. დირექტორთა საბჭოს წევრები იქნებიან ავთანდილ ნამიჩეიშვილი და ეკატერინა შავგულიძე.