Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Kazbegi Helicopters საჰაერო სამაშველო სამსახურის ჩამოყალიბებას იწყებს

5a58c0d615fbb
სალომე მეცხვარიშვილი
13.01.18 10:00
563
Kazbegi Helicopters-ის დამფუძნებლები მომსახურების გამრავლფეროვნებას და საჰაერო სამაშველო სამსახურის ჩამოყალიბებას გეგმავენ. კომპანიის ხელმძღვანელი ვატო ასათაშვილი bm.ge-სთან აცხადებს, რომ ეს მომსახურება, შესაძლოა, გაზაფხულიდან აამოქმედონ.

მისი თქმით, სამაშველო სამსახურებს დახმარებას ახლაც უწევენ, თუმცა, დღეს ეს უფრო ნაკლებორგანიზებულია.

"ამ სამუშაოს ნაწილობრივ ვასრულებთ, თუმცა, სისტემატიზაცია ვერ მოვახერხეთ. შეიძლება გაზაფხულიდან დავიწყოთ. ჩვენი მიზანი იყო, უფრო ორგანიზებულად გაგვეკეთებინა ამ სერვისის მიწოდება. დღეს გვაქვს ჩვენი სამუშაო გრაფიკი და თუ რაიმე გადაუდებელი ხდება, ვწყვეტთ ჩვენს მუშაობას და ვიწყებთ სამაშველო ოპერაციას. ამიტომ გვინდოდა სპეცვერტმფრენის შეძენა, რომელიც იქნებოდა სრულ დატვირთვაზე და 24 საათის განმავლობაში იქნებოდა სრულ მზადყოფნაში",- აცხადებს ვატო ასათაშვილი.