Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პროდუქციის წარმოება გაძვირდა

5a3b5f8a0f4cb
BM.GE
21.12.17 11:14
932
ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 4,3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 14,9 პროცენტით. 2017 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე 4,8 პროცენტით, რაც ინდექსის მთლიან მაჩვენებელში 3,88 პროცენტული პუნქტით აისახა.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (6,6 პროცენტი) და ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (4,8 პროცენტი).

ფასების 4,7 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე, ხოლო 1,3 პროცენტიანი ზრდა - ელექტროენერგიაზე, აირზე, ორთქლსა და ცხელ წყალზე. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 15,1 პროცენტით და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 12,4 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასების ზრდა დაფიქსირდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (44,1 პროცენტი) და კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (12,4 პროცენტი);

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 11,5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაში 1,57 პროცენტული პუნქტი შეიტანა;

სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები გაიზარდა 20,1 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე აისახა 0,89 პროცენტული პუნქტით.