Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საგზაო მონაკვეთები, რომლის რეაბილიტაციაც 2018 წელს მოხდება

5a3b60f5f355f
BM.GE
21.12.17 11:20
764
ვაპირებთ, რომ 2018 წელს რებილიტაცია ჩავუტაროთ 200 კილომეტრამდე გზას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ ალავიძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
ზურაბ ალავიძემ გზის ის მონაკვეთები ჩამოთვალა, რომელსაც 2018 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მათ შორის, მან დაასახელა მარნეული - ალგეთის გზის 15 - კილომეტრიანი მონაკვეთი, დმანისის მუნიციპალიტეტში გზის გარკვეული მონაკვეთი, წალკა-აიაზმის 16 კილომეტრიანი მონაკვეთი, ჭრებალო-ნიკორწმინდისგზის მონაკვეთი და ა.შ.

გარდა ამისა, ზურაბ ალავიძემ რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მონაკვეთი ყველაზე მოცულობითია, როგორც სირთულით, ასევე ფინანსურად.

„რიკოთის შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ 90-მდე ხიდზე და 60-მდე მაგისტრალური გვირაბის გაკეთებაზე, პროექტის ღირებულება დაახლოებით, მილიარდ დოლარამდე იქნება. პროექტირება უკვე მიმდინარეობს. ეს არის ურთულესი მონაკვეთი“, - განაცხადა ალავიძემ.